ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარულის შეზღუდვასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩავარდა.
ინიციატივის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფში გაიმართება.
აღნიშნული ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის მიერ იყო მომზადებული.