მთავრობა ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) პრივატიზებას არ გეგმავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას რეაბილიტაციის რეჟიმიდან მისი გამოყვანა, დაფინანსება კერძო კომპანიის მოდელის მსგავსად.
„ელექტროსისტემის პრივატიზება ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერ დღის წესრიგში დგას ელექტროსისტემის კორპორატიზაცია. მისი გამოყვანა, სახელმწიფო ვალის ჩამოწერა“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა განმარტა 2 წლის განმავლობაში სსე-ს გასხვისება არ იგეგმება.
„სხვა რამეს შემდეგ განვიხილავთ, მაგრამ ეს პირველი ორი წლის განმავლობაში არ იქნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.