საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორში 100-ზე მეტი პროექტის განხორციელებას განიხილავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ეტაპზე დღეისათვის 117 პროექტია.
"დღეისათვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ეტაპზე გვაქვს 117 პროექტი. მშენებლობა-ლიცენზირების ეტაპზე გაქვს 26 პროექტი. მშენებლობის ეტაპზე გაქვს 22 პროექტი. რომელიც 365 მგვტ-ს მოგვცემს დამატებით მომავალში. ჩვენ აი ამ თვალსაზრისით ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. აქ ჩვენ გაქვს დიდი მოთხოვნა ინვესტორებისგან როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორებისგან. და ჩვენ ვთვლით, რომ აქ ძალიან კარგად გვაქვს დალაგებული სიტუაცია.ჩვენ გაქვს კარგად დათვლილი და გააზრებული გეგმა თუ როგორ უნდა ავაშენოთ თბოელექტრო სადგურები. ჩვენ ვასრულებთ მეორე თბოს მშენებლობას და ავაშენებთ კიდე ერთ თბოელექტროსადგურს გაზზე. აგრეთვე ჩვენ ავაშენებთ მეოთხე თბოელექტროსადგურს, რომელიც იქნება გაზზე და ტყიბულის ნახშირზე მომუშავე". განმარტა გიორგი ქობულიამ.