საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა ეკონომიკის განვითარებას აფერხებს და ამ საკითხის განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
"ბანკების არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემა, რომელიც ქმნის რეალურად დიდი დაბრკოლებებს და აფერხებს კონკურენციას პირველ რიგში. თუ კონკურენცია არ გაძლიერდა მე არ არ ვიცი სხვა რაიმე უნივერსალური რეცეპტი რა არსებობს ეკონომიკაში ჩვენს მოცემულობაში განვითარებას", განაცხადა ლევან კობერიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატს შეხვედრა და აღნიშნული საკითხის განხილვა 12 იანვრამდე პერიოდში აღუთქვა.