ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წიაღისეულის ათვისებისა და ჰესების აშენების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობის პირობას დებს. როგორც გიორგი ქობულია პარლამენტის კომიტეტის მოსმენაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, ჰესების აშენება ევროსტანდარტების დაცვით მოხდება.
"რაც შეეხება წიაღისეულის ათვისებას და ჰესების აშენებას ჩვენ ამას გავაკეთებთ მხოლოდ გარემოს და უსაფრთხოების სტანდარტების ძალიან მკაცრი დაცვით. ამას გავაკეთებთ მხოლოდ მოსახლეობასთან შეთანხმებით. არავის არ ეგონოს, რომ ახლა ჩვენ წავალთ, რაღაცის გაკეთებას დავიწყებთ ისე რომ მოსახლეობა არ ჩავრთოთ ამაში. ეს იქნება მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალური, ეს იქნება ევროპული სტანდარტების დაცვა ყველაფერში რასაც ვაკეთებთ", განაცხადა გიორგი ქობულიამ.