შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორი კოკა ქამუშაძე დააკავეს.
კოკა ქამუშაძესთან ერთად დააკავეს ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ბუღალტერი დავით კობახიძეც.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი წარმომადგენლები დაკავების მიზეზებს არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ფინანსური მაქინაციები ედებათ ბრალად. საუბარია მილიონ ნახევარი ლარის ბიუჯეტიდან მითვისებაზე.
ქამუშაძე და კობახიძე წუხელ საკუთარ სამუშაო კაბინეტებში აიყვანეს.