როდესაც გვსურს ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 16 დეჯემბერს მოხდა ერთი რამ - ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას.
"მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და 16-ში მოხდა ერთი რამ - ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს, ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. მარტივი რამ ხდება - როცა ამბობ, რომ ხვალ ჩაშლი ინაუგურაციას - ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, შემდეგ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ესხმი პოლიციას. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი - პოლიციელზე თავდასხმასაც, იანუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, მერე გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.