საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დღეიდან მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გამსახურდია შიმშილობის აქციას უკვე მე-13 დღეა მიმართავს და მის შეწყვეტას იქამდე არ აპირებს, ვიდრე მისი საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ვაჟი 28 ოქტომბერს, მეზობლის დავით ბაჯელიძის დაჭრის გამო დააკავეს. ამჟამად მას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარსებული. გამსახურდია გლდანის მე-8 საპყრობილეშია მოთავსებული.