გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაცია გახდა.
რაც შეეხება ორ უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.