ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ყველა სახეობის მოჭიდავეებს მიმართავს. ფედერაცია ყველა სახეობის მოჭიდავეს მოუწოდებს მოსამზადებელი კურსი გაიარონ ჩოჩიშვილის ძიუდოს აკადემიაში.
"იმის გამო, რომ ქართველ მოჭიდავეთა ტექნიკურ არსენალში (ყველა სახეობებში) შეინიშნება იმ მდიდარი ტექნიკური არსენალის ნაკლებობა, რომლის წყალობითაც ქართველი მოჭიდავეები იპყრობდნენ უმაღლეს მწვერვალებს, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გამოდის ინიციატივით - ყველა სახეობის მოჭიდავე, რომელიც გამოთქვავს სურვილს ეზიაროს ქართული ჭიდაობის საიდუმლოებას, იქნებიან მომზადებულები კვალიფიკაციური მწვრთნელების მიერ მისამართზე : შოთა ჩოჩიშვილის ძიუდოს აკადემია", - ნათქვამია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.