ქობულეთში, სოფელ ხალაში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.