დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს, ფრის შემთხვევაშიც კი B-ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს და ფლეი ოფში მოხვედრის შანსი უჩნდება, იქიდან კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯია. ოთარ გაბელიას გუნდი სომხეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაუპირისპირდება.
ახალგაზრდული ნაკრების უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
სტადიონზე დასწრება უფასოა.