ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ საარჩევნო პერიოდში, ეს ალბათ მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩვნო პროცესში აი, ასეთი უდიერად მოპყრობა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, მართლაც სრულიდან ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება, უნდა დავიწყოთ ის, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას. ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ საარჩევნო პერიოდში, ეს ალბათ მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩვნო პროცესში აი, ასეთი უდიერად მოპყრობა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან. მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყანარად მივედით მეორე ტურამდე. მთავრი, რასაც მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს, მოდით საარჩევნო უბანზე, მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენი ბიულეტინი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. ეს უნდა გვახსოვდეს, აბსოლუტურად ყველას და მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება, დარღვევებს ამ წუთისთვის, რაც მასიურად ფიქსირდება სამწუხაროდ, ყველგან და განსაკუთრებით, მაგალითად გურჯაანიის რაიონში. აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ეს არის პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ, ისევ და ისევ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით. ელემენტარული ნორმები დაიცავით და შეეშვით ამ ძალადობას, რაც ახლა ამ წუთებში გრძელდება თქვენი მხრიდან”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.