„საქსტატის“ მონაცემებით, რომელიც გამოკვლევის შედეგებზეა მომზადებული, საქართველოს მასშტაბით, III კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
ამავე კვლევის მიხედვით, სასაკლაოებში დაკლულია 186,8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 23,7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 76,3 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2662,0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 11,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 21,1 ლარი.
სასაკლაოების მიერ 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში 11339,9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 37,8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32,9 პროცენტი - ფრინველის, 15,1 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, 14,1 პროცენტი - ღორის, ხოლო 0,1 პროცენტი - სხვაზე.