„თეთრი სახლი“ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩეველი ივანკა ტრამპი სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა. როგორც გაირკვა ივანკა ტრამპი პირადი ფოსტით ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონტაქტებოდა.
როგორც ივანკას ადვოკატები ირწმუნებიან, მან არაფერი იცოდა იმ წესების შესახებ, რომელიც კრძალავს სამსახურებრივი მიზნებისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებას და მხოლოდ ამ წესების გაცნობამდე სარგებლობდა პირადი ფოსტით.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ადანაშაულებდა, იმაში, რომ მან შეერთებული შტატები საფრთხის ქვეშ დააყენა, როდესაც პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა სამსახურებრივი მიმოწერისთვის.