გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დიდი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტომანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი - ლევან ეცადაშვილი და გაგა კაპანაძე დაიღუპნენ, დანარჩენები სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.