სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების სრული რეაბილიტაცია გრძელდება. პროგრამის ფარგლებში შპს „მთაინათ“-ს, ლანჩხუთში, სოფელ მამათში მდებარე 5 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიტოვებული და გაველურებული ჩაის პლანტაციები გადაეცა.
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 500 ჰა-ზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პროგრამის პირობის მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.