მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 16 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.