14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0474 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0517 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4945 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4931 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ნოემბერიდან შევა ძალაში.