ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა.
პრაქტიკულ ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის. სასწავლო ვიდეოში გრაფიკულადაა ასახული თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას, რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკების თავიდან არიდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვიდეომასალა ორენოვანია და ის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგებდათ.
გარდა ვიდეორგოლის მომზადებისა, სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარა. ჯამში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2500-ზე მეტი პირი გადაამზადა.