"გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თითქოს დავალიანება გვაქვს და მეშახტეებს ხელფასს არ ვუხდით, არის მცდარი და არასწორი", აცხადებს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.
ჯაყელი განმარტავს, რომ ხელფასების მხრივ დავალიანება არ არსებობს.
"ხელფასები როგორც რიგდებოდა, ისე რიგდება. არავითარი დავალიანება ჩვენ არ გვაქვს. სახელმწიფოც დაგვიდგა გვერდში. გრაფიკულადაც, არცერთი დღე გადაცდენაც კი არ ყოფილა. არც 16 ივლისამდე, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და არც მას მერე ხელფასების გადაცდენას ან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება კომისიის დასკვნას, ის ხელფასების გაცემასთან არაფერ კავშირშია. ეს დასკვნა, რაც არ უნდა გვიან იყოს, ხელფასები დარიგდება ჩვეულებრივად. კომისიის დასკვნის მერე კი ჩვეულ რეჟიმში გადავალთ.
კომისიას ჩვენ გადავეცით ყველა მოთხოვნილი მასალა, ფიზიკურად ყველა უბანი მოიარეს. თუ გაჩნდა დამატებითი კითხვები, ამ კითხვებზეც გავცემთ პასუხებს. სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დასკვნას დადებენ", - აცხადებს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.