კინორესჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩიტოვს, ხართ ნაცები ან მათი მხარდამჭერები!
მისი მეათედი გააკეთეთ საქართველოსთვის!
იურა -9 აპრილის მემატიანე
იურა - საქართველოში და თბილისში შეყვარებული ხელოვანი!
იურა- საოცარი ალბომის შემქმნელი სერგო ფარაჯანოვზე, როგორც ძირძველ თბილისელზე და გენიალურ რეჟისორზე
იურა- უნიკალური ფოტოხელოვანი, რომელმაც ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეების პორტრეტები შექმნა!
თუმანიშვილისა და მისი თეატრის ისტორიის მემატიანე!
იურასავით გიყვარდეთ და გულშემატკივრობდეთ თქვენ საქართველოს!
90ანების სიძულვილის სუნი დგას, როცა პირველად გაიხლიჩა საქართველო და ურა პატრიოტების ხელში ჩავარდა!!!!
"ქელეხების და ქეიფების ხალხოოოოოო!"
ხელები შორს იურა მეჩიტოვისგან!
ვნახავ ერთი, რამდენი ვინმე გაიზიარებს!!!!
იურა! ბრწყინვალე ხელოვანი ხარ!!!!!“, - წერს ქეთი დოლიძე.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ.იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები. „9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები“, - განაცხადა იური მეჩითოვმა.