მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხოროწყუში გამართულ სახალხო დღესასწაულზე "კოლხური შემოდგომა" გახდა ცნობილი.
"დაახლოებით ორი წელია რაც ამ თემაზე ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივწერეთ, რომელმაც მოამზადა შესაბამისი დასკვნა. ვინაიდან ადგილზე გვაქვს ყველა კულტურული ცენტრი, მერია, საკრებულო. 6 ნოემბერს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი დაბის სტატუსის ქალაქის სტატუსით შეცვლას. აქ არ არის თვითმმართველ ქალაქზე საუბარი, ეს ეშლებათ ხოლმე", - აღნიშნა ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ.
ჩხოროწყუს დაბის სტატუსი 1960 წლიდან ჰქონდა.