ხვალ, 12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა იგეგმება. ამი შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ელოდება მხარდამჭერების ჩამოსვლას პანკისის ხეობიდან და ხვალისთვის გეგმავენ „ქართული ოცნების“ იმ ოფისთან შეკრებას, სადაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მუშაობს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ახლოვდება მისი შვილის დაბადების დღე და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მისი და ზაზა სარალიძის შვილების მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებს პასუხი არ გაეცემა.