საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი ჯვარს იწერს.
ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში იმართება. ცერემონიაზე იმყოფება ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლეც.
ერთ-ერთი თვითმხილველის, ლევან გელიაშვილის ინფორმაციით, ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებენ.
"სვეტიცხოვრელი დახურა... გამოგვაბრძანეს მოკვდავები...არავის უშვებენ", - წერს ლევან გელიაშვილი.
როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილმა მისი შვილის ჯვრისწერის გამო ტაძარი დაახურინა.