უკრაინა და ჩინეთი ურთიერთსავაჭრო ბრუნვის ზრდაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი შეთანხმება ჩინეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ვიზიტისას მოხდა.
იანუკოვიჩის განცხადებით, 2012 წლისთვის ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა გაიზრდება და 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. O
ოფიციალურმა კიევმა მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის ტერრიტორიებზე პტიორიტეტული პროექტების განვითარებაში.
იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინას შესაბამისი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია. უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეტის მაგალითი, რომელმაც 2010 წლის პირველ ნახევარში მშპ-ს 11 პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა, არის სამაგალითო უკრაინისთვის.