აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბაქოში ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება, რუსული მედიის ინფორმაციით, ამყარებს სახელმწიფო საზღვრის გამავალ ხაზს, რუსეთის აზერბაიჯანის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შეხების წერტილებში კასპიის ზღვამდე.
ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბაქოში ვიზიტისას ასევე ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას ტრანსსასაზღვრო მდინარის სამურის წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოდკო აცხადებს, რომ "ხელმოწერილი შეთანხმებები საფუძველია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული შეთანხმებები განვითარდება, რომლებიც რეალურ წვლილს შეიტანენ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში".
ალიევმა და მედვედევმა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი