იმედია, [ბიძინა ივანიშვილმა] არითმეტიკა მაინც იცის და ხვდება, რომ ამ პროცენტების უკან სინამდვილეში, ისე ვირტუალურად კი არა, არითმეტიკულად, გუშინ „ნაცებმა“ მოუგეს არჩევნები, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილი ხელისუფლებისთვის იყო ის, რომ მმართველი პარტია და პირადად ბიძინა ივანიშვილი სისტემურად და დაუჯერებელი დაბეჯითებით ამყარებდნენ მითს 6 წლის თავზეც კი ხელისუფლებაში „ნაცების“ ყოფნის და სახელისუფლებო პოტენციალის შესახებ და ამას აკეთებდნენ საკადრო პოლიტიკით, ასევე ყველა მოვლენაზე „ნაცების“ პასუხისმგებლობის ძახილით და სასამართლოში ნაციონალური "ვერტიკალის" გამაგრებით.
„მაშინ როცა ყველა მარცხსა და შეუსრულებელ დაპირებაზე "ჰეროკრატია" ჰქონდათ პასუხად, „ოცნებამ“ თავი დაიმკვიდრა: უუნარობით, უსისტემობით, ქედმაღლობით, კორუფციისკენ მიდრეკილებით, არაპროფესიონალიზმით, ღირებულებების არ ქონით, მოძალადეების გვერდში დაყენებითა და წახალისებით, არაფერთან არანაირი კავშირის მქონე კანდიდატის მხარდაჭერით, მზარდი სიღარიბით, უპასუხოდ დარჩენილი სოციალური გამოწვევებით, სრულიად კარიკატურული პარლამენტის თავმჯდომარითა და პრემიერითა და მთავრობით რომელთა დიდი ნაწილის სახელისა და გვარის გახსენებაზე პაუზა გვჭირდება. ხოდა თუკი მაინც „ნაცები“ მართავენ ამ ქვეყანას, რასაც გავიმეორებ, ბიძინა და „ოცნება“ 6 წელია ყველა მეგაფონიდან ამტკიცებენ, არც არაფერია საკვირველი შედეგებში. ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა. ზუსტად იმავე ადგილზე დგას. მხოლოდ ორ ფერს ხედავს, ამ ორ ფერში იცის ვისზე ბრაზდება და შესაბამისად, მეორესკენ იხრება. იმის იქით არც არასოდეს გაუხედავს, უფრო ღრმად და არსობრივად არც არასოდეს მოქცეულა. ამიტომაც ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეში.
პ.ს. იმედია, არითმეტიკა მაინც იცის და ხვდება, რომ ამ პროცენტების უკან სინამდვილეში, ისე ვირტუალურად კი არა, არითმეტიკულად, გუშინ „ნაცებმა“ მოუგეს არჩევნები“, - აღნიშNავს თინა ხიდაშელმა.