პალესტინასა და ისრაელს შორის ვაშინგტონში გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.
მხარეები შეთანხმებდნენ, რომ ექნებოდათ მცდელობა მშვიდობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავებისა. შეთანხმდნენ ასევე, რომ გამართავენ კიდევ ერთ შეხვედრას მიმდინარე თვის შუა რიცხვებში. განცხადება ამის შესახებ მოლაპარაკებებზე აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო დარეგულირების საკითხებში ჯორჯ მიტჩელმა გააკეთა.
მან რამდენიმესაათიან პირდაპირ მოლაპარაკებებს პალესტინასა და ისრაელს შორის პროდუქტიული უწოდა, რომელთაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესწრებოდა.
მოლაპარაკებებზე ისრაელის დელეგაციას ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხოლო პალესტინის დელეგაციას პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობდნენ.
მიტჩელი ასევე აცხადებს, რომ პალესტინასა და ისრაელს შორის პირდაპირ მოლაპარაკებების მორიგი, მეორე რაუნდის გამართვა 14-15 სექტემბერს იგეგმება. იგი ახლო აღმოსავლეთში გაიმართება, სავარაუდოდ ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ეშ-შეიხში წითელ ზღვაზე.
მისივე თქმით, ამ შეხვედრას ასევე დაესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავად მიტჩელი.