ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი მორიგ შეხვედრას ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გამართავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელმა განუცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა გუშინ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მორიგი შეხვედრა 14-15 სექტემბერს გაიმართება, რის შემდეგაც შეხვედრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ შედგება.
ამასთან, მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის და პალესტინის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკები დელეკატური და შედეგის მომტანი უნდა იყოს.