რუსეთში მოღვაწე კინორეჟისორი და პროდიუსერი ჯანიკ ფაიზიევი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ საქართველოს ომის შესახებ ფილმს გადაიღებს. ფილმის სახელწოდება იქნება "აგვისტო. რვა". თავად რეჟისორი აცხადებს, რომ იგი პაციფისტურ ფილმს გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
"ჩვენთვის, ისევე როგორც ყველა ხალხისათვის ეს ერთგვარი უბედურებაა, რომელიც ოროივე მხრიდან, ჩვეულებრივი ხალხისათვის ტრაგედიაა. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ სრულიად პაციფისტური ფილმი და მასში არავინ არც კარგად და არც ცუდად არ გამოვიყვანოთ. ჩვენ ვიღებთ მხატვრულ და არა პოლიტიკურ ფილმს, არადოკუმენტალურს. ჩვენ გვაღელვებს ადამიანი და მისი სვე-ბედი", _ აცხადებს რეჟისორი.
ფილმის გადაღება ჯერ არ დაწყებულია. აღნიშნული ფილმი იქნება ერთ-ერთი პირველი პროექტი ფიოდორ ბონდარჩუკისა და კონსტანტინე ერნსტის საპროდიუსერო კომპანიისაა "გლავკინო". ფილმის დაფინანსებისათვის ხარჯები რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სოციალურად მნიშვნელოვანი კინემატოგრაფის ფარგლებში.