მოძრაობა "ჰამასის" საბრძოლო ფრთის სპიკერმა აბუ უბეიდამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ცამეტი ორგანიზაცია გაერთიანდა იმისათვის რათა სიონისტებზე იერიშები მოამზადონ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული არც კამიკაძეების შეტევების გამოყენება.
"საუბარი მიდის ნებისმიერ შესაძლო ფორმით მტერზე იერიშის მიტანაზე, ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის კამიკაძეების შეტევების განახლებასაც", _ აცხადებს უბეიდა.
ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაღუსა და მაჰმუდ აბასის მოლაპარაკებების შემდეგ გამართული პრესკონფერენციაზე "ჰამასის" წარმომადგენელმა განაცხადა, "ჩვენ გავაგრძელებთ მტერზე იერიშის მიტანას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით".