რუსეთი კვლავ ცეცხლის ალშია. ამჟამად ხანძარმა ვოლგისპირეთში გადაინაცვლა. გუშინ ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადისა და სარატოვის მხარეში, ღამე კი ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ტოლიატის შემოგარენი.
ვოლგოგრადდის მხარეში დამწვარია 500-ზე მეტი ნაგებობა, მათ შორის 380 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულია 5 ადამიანი.
ტოლიატში შემოღებულია საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. ხანძრის ლიკვიდაციისათვის მობილიზებულია სამხედრო ძალები. იმ ადგილებში სადაც განლაგებულია ავტოგასამართი სადგურები მორიგეობენ სახანძრო მანქანები.
ხანძარი 200 ჰა ტყის ფართობს უკიდია. დამხარებას ამჟამად ყაზანიდან ელოდებიან.