დღეს, 3 სექტემბერს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება ლაშა ბუღაძის "სანამ მთავარ გმირს ეძინა".
სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი ასრულებს. სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგია.
სპექტაკლი 4 და 5 სექტემბერსაც იქნება წარმოდგენილი.