რუსეთი პოლონურ მხარეს სმოლენსკში თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტებს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვარშავში ვიზიტის დროს განაცხადა.
"ამ დროისთვის მზადდება ახალი დოკუმენტები პოლონური მხარისთვის გადასაცემად. ის დოკუმენტები, რომელიც უკვე გადავეცით, კატასტროფის გამომწვე მიზეზებზე სცემს პასუხს", - აღნიშნა ლავროვმა.
ამ დროისთვის უკვე გადაცემულია 10 000 გვერდის მოცულობის 251 დოკუმეტი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილს სმოლენსკის აეროპორტში კატასტროფა განიცადა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომლის დროსაც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, მთავრობის წევრები, სულ 96 კაცი.