DataFest Tbilisi- ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.
DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.
ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: (1) მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ, (2) მეორე დღეს ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს და (3) მესამე დღეს datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს:
- მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება
- მონაცემთა ჟურნალისტიკა
- ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები
- მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში
- ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
- მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში
დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ:
DataFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორები არიან ForSet • ფორსეტი და Data Science Tbilisi, პარტნიორებთან ერთად: Prague Civil Society Centre, Eastern Partnership Civil Society Facility, Zalando, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Fintech.ge, Exactpro Systems, Check in Georgia, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, RStudio, DW Akademie, FLEX Program, რადიო შოკოლადი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University.