დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. წერს გაზეთი "ინდეფენდენტი".
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადების გაკეთება სავალდებულოდ ჩათვალა მას შემდეგ რაც მისმა სპეციალურმა მრჩეველმა კრიტოფერ მაიერსმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, იმის გამო, რომ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია მასა და ჰეიგს შორის ძალიან ახლო ურთიერთობების შესახებ.
"კრისტოფერ მაიერსმა გვანახა ერთგულება და პოლიტიკის ნიჭი ბოლო 18 თვის განმავლობაში. იგი სრულიად შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ თავის თანამდებობას იგი ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს უნდა უმადლოდეს ყალბია", _ აცხადებს ჰეიგი და დასძენს, რომ იგი ცოლიანია და ქორწინებაში ძალიან ბედნიერი.