რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ქვეყნის ჟურნალისტების ჩაცმულებით უკმაყოფილოა და მათგან "დრეს-კოდის" კატეგორიულად დაცვას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამინისტროში ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის ჟურნალისტები ვალდებულები იქნებიან შესაბამისად ჩაცმულები მივიდნენ.
"ეს ინოვაცია გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მიღებებზე და მოლაპარაკებზე დახეული ჟინსებით, "ტოპებით", "შორტებით" და "შლოპანცებით" მოდიან. გასაოგნებელია ისიც, რომ ისინი არიან წამყვანი ჟურნალისტები და მითუმეტეს სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები. ხანდახან მათ გამო უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით მათი უცხოელი კოლეგების წინაშე", - აცხადებენ ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე თქმით, "დრეს-კოდი" არ ნიშნავს ღონისძიებაზე სმოკინგით მისვლას, თუმცა აუცილებელია ელემენტარულად მოწესრიგებულად ეცვათ.