კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში უცნობმა ბოევიკებმა "საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის" კუთვნილი მედიკამენტებით დატვირთული კერძო თვითმფრინავი დაცხრილეს.
"ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, სამი ამერიკელი სპეციალისტი და საქართველოს ერთი მოქალაქე ორ კონგოელთან ერთად ბოევიკებისგან თავის დაცვის მიზნით ტყეში გაიქცნენ და ამჟამად იქ იმალებიან.
მედიკოსთა მოსაძებნად და მათ გადასარჩენად გაეროს სამშვიდობოთა ჯგუფია გაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები