ისრაელში, მდინარე იორდიანეს დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელის ორი მოქალაქე დაიჭრა.
ბოევიკებმა ცეცხლი ავტომანქანას გაუხსნენს. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აღნიშნული ინციდენტის გამო "ჰამასის" გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ 31 აგვისტოს ჰამასის ბოევიკების მიერ მოკლული იქნა ორი მამაკაცი და ორი ქალი, მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი ორსულად იყო.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო ინციდენტები, ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკების დაწყების წინა დღეებში, აშკარად მეტყველებს ჰამასის მცდელობაზე ჩაშალოს სამშვიდობო შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები დღეს დაიწყება.