დღეს, 2 სექტემბერს, ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
აღნიშნული პირდაპირი მოლაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 2008 წლიდან პირველად გაიმართება. 1-ელ სექტემბერს სექტემბერს ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაღუს, პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს, ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარექს, და იორდანის მეფეს აბდალა მეორეს შეხვდა.
მხარეთა მოლაპარაკებებს მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების "კვარტეტი" _ აშშ, რუსეთი, გაერო და ევროკავშირი.