შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 1993 წელს დაბადებული გიორგი ქაჯაია, რომელიც ავტომანქანებიდან იპარავდა მაგნიტოფონებს და შემდგომში კვლის დაფარვის მიზნით, გაძარცვულ ავტომანქანებს წვავდა. ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო.