ვიტალი დარასელია 61 წლის გახდებოდა. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. ის წლების განმავლობაში თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში
ვიტალი დარასელიამ თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი დინამოში გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.
2007 წელს მისი დაღუპვიდან 25 წლისთავზე ვეტერანებმა მის პატივსაცემად მატჩი გამართეს. ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი სწორედ დარასელიას სახელს ატარებს.
მისი შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი ასევე ფეხბურთელი იყო, ახლა მწვრთნელია.