ღაზას სექტორში, ისრაელის მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორია ჰებრონთან ახლოს, პალესტინელმა ტეროსრისტებმა ისრაელის 4 მოქალაქე, მათ შორის ფეხმძიმე ქალი მოკლეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ისრაელის მოქალაეები მანქანაში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსენეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა".
ცნობისათვის, აღნიშნული ტერაქტი ვაშინგტონში მიმდინარე ისრაელი - პალესტინას პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესს დაემთხვა, რომელიც მოყოლებული 2008 წლიდან პირველად იმართება.
მომხდარი უკვე დაგმეს შეერთებულ შტატებში მყოფმა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნათანაეაჰუმ და პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა. ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა "ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის" წარმომადგენელი ტონი ბლერი. მან დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარმა მიმდინარე ისტორიულ მოლაპარაკებებზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა, რის მიღწევასაც ექსტრემისტები ცდილობენ", - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელ - პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ცნობისათვს, აღნიშნული პირდაპირი მოლაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოყოლებული 2008 წლიდან 1-ელად გაიმართება. დღეს, 1-ელ სექტემბერს სექტემბერს ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს, ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარექს, და იორდანის მეფეს აბდალა მეორეს შეხვდება.
მხარეთა მოლაპარაკებებს მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების "კვარტეტი" _ აშშ, რუსეთი, გაერო და ევროკავშირი.