კუბაში 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ჰომოსექსუალისტების დევნაზე პასუხისმგებლობა ფიდელ კასტრომ აიღო. კომენდანტის თქმით, ქვეყანაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დევნა "დიდი უსამართლობა იყო". კასტრომ აღიარა რომ ამ პრობლემას ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდა.
"თუ ვინმე არის ამაში დამნაშავე ეს მე ვარ. არ ვაპირებ ამაზე პასუხისმგევბლობა სხვას გადავაბარო", - განაცხადა 84 წლის პოლიტიკოსმა მექსიკური გაზეთის "ლა ჯორდანასთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ჰომოსექსუალისტების მიმართ იგი არავითარ ცრურწმენას არ განიცდის.
კასტროს თქმით, მას არ ჰქონდა საშუალება ამ პრობლემისათვის მიეხედა, ვინაიდან მთლიანად მისი არზი და გონება მიმართული იყო კარიბული კრიზისის გადაჭრაზე, ომზე და პოლიტიკის საკითხებზე.
"ჩვენს წინაშე იდგა უმწვავესი პრობლემების აურაცხელი რაოდენობა. სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხები".
აღასანიშნავია, რომ კუბური რევოლუცის მოხდენის შემდეგ პირველ წლებში კუბელ გეებს შრომით კოლონიებში აგზავნიდნენ. ამას გარდა, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები ამ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით იდევნებოდა.
კუბის ახლანდელი ლიდერის, რაულ კასტროს ქალიშვილი მარიელა ამჟამად ხელმძღვანელობს ეროვნულ ცენტრს, რომელიც სქესობრივი აღზრდის საკითხებს ეხება. ამავე დროს ეს ცენტრი თავისუფლების ამ კუნძულზე სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს. სწორედ მარიელას ძალისხმევით 2008 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და ქვეყანაში ოფიციალურად სქესის შეცვლის ოპერაცია ნებადართული გახადა.
აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაციები ამჟამად კუბაზე სრულიად უსასყიდლოდ ხორციელდება. ამჟამად კი კუბელი გეები, ლესბოსელები და ტრანსექსუალები თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობენ, მაგრამ მაინც ცდილობენ თავიანთი ცხოვრების წესის აფიშირება არ მოახდინონ.