ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალური ავტორიტეტები ფრანგულ რივიერაზე გადასახლდნენ. მათი გავლენა ამ რაიონში იმდენად დიდია, რომ რივიერის პოლიცია იქ მომხდარ ყველა დანაშაულს მათ მიაწერს. ინფორმაციას ამის შესახებ "დეილი ტელეგრაფი" ავრცელებს.
"ყველაფერი ქურდობიდან და ძარცვიდან დაწყებული, ფულის გათეთრებთ დამთავრებული ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან წამოსული მაფიის მიერ კონტროლდება", - განაცხადა პოლიციის ოფიცერმა, რომელიც მონაწილეობდა მიმდინარე წლის მარტში 69 ქართველი კრიმინალის დაკავების სპეცოპერაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძირითადი დაპატიმრება მაშინ ესპანეთში მოხდა, მრავალ კრიმინალურ ბოსს ამჟამად საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ფეშენებელური ვილები აქვს. თავად ისინი ამ ტერიტორიას არ ტოვებენ, მაგრამ მათზე მუშაობს მთელი არმია სხვადასხვა დამნაშავეებისა და სამართალდამრღვევებისა - მძარცველებისა, რუსი მეძავებისა და კარგად დაქირავებული ქილერებისა.
ფრანგი კრიმინალისტების შეფასებით ე.წ. რუსული მაფია დღეისათვის ყველაზე კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია ევროპაში. რამდენიმე ბანდის დაკავების შედეგად კი დამატებით დადგინდა, რომ ბოევიკები, როგორც წესი, კარგად შეიარაღებულნი არიან და მათ კარგი საბრძოლო გამოცდილებაც აქვთ, რომელიც ჩეჩნეთში გაიარეს.
საფრანგეთის პოლიცია ფრიად შეშფოთებულია ლაჟვარდოვან სანაპიროზე ე.წ. კავკასიური რესპუბლიკებიდან წამოსული კრიმინალების თარეშით. ფრანგი ექსპერტების შეფასებით კრიმინალური თანამეგობრობები დკაომპლექტებულია ისეთი კავკასიური რესპუბლიკებიდან როგორიცაა საქართველო, სომხეთი ასევე ჩეჩნეთი.