აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანეაჰუს შეხვდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
თავდაპირველად კლინტონმა პალესტინის პრეზიდენტს ერთ-ერთ სასტუმროში უმასპინძლა, ამის შემდეგ კი ბენიამინ ნათანეაჰუს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრებზე ყოფილი სენატორი და ამჟამად შეერთებული შტატების საგანგებო დესპანი, ჯორჯ მიჩელიც იმყოფებოდა. შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ ისაუბრეს თუ არა იმ ისტორიული ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე, რომელსაც სავარაუდოდ 2 სექტემბერს მოეწერება ხელი.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელ - პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ცნობისათვს, აღნიშნული პირდაპირი მოლაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 2008 წლიდან 1-ელად გაიმართება. დღეს, 1-ელ სექტემბერს სექტემბერს ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაღუს, პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს, ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარექს, და იორდანის მეფეს აბდალა მეორეს შეხვდება.
მხარეთა მოლაპარაკებებს მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების "კვარტეტი" _ აშშ, რუსეთი, გაერო და ევროკავშირი.