თბილისის საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დასრულდა. სასამართლოში ჩვენება „ომეგა 2“-ის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ მისცა.
მან გამოძიებას იმ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებულ ინფორმაციებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მედიაში გავრცელდა.
„ომეგას“ ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, გამოკითხულმა პირებმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს.
საქმის პროკურორი, გიორგი ოსაძე კი აცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია აუდიოჩანაწერები, ასევე იკითხებიან მოწმეები და პარალელურად სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.