კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავები კლუბში მისულ ადამიანებს სისტემატიურად აკავებენ, რასაც ის ტერორს უწოდებს.
"ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალური პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის, კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც. ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფირობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა", - აცხადებს ორაშვილი.