თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის, კირკუკ-იუმურტალიგის ნაბთობსადენებისა და თურქეთ-ირანის გაზსადენების დამატებითი უფართხოების საკითხს განიხილავს.
აღნიშნული ღონისძიება განპირობებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებზე გახშირებული ტერორისტული აქტებით. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მილსადენებს უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები განახორციელებენ. ასევე გამოყენებული იქნება თამამგზავრული კავშირი.
მომზადდება სპეციალური კონცეფცია, ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამჟამად ნავთობსადენების თვალთვალი 86 წერტილში მიმდინარეობს. ძირითადად მოცულია ბაქო-თვილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. შესაბამისი ზომები სხვა ნავთობსადენებზედაც განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში თურქეთში აგრისა და მარდინის პრივინციებში ტერაქტები მოხდა, რომლებზედაც პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო.